You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით
რა სახის მხარდაჭერას სთავაზობს ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს, კრიზისის დასაძლევად?
EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს მხარს უჭერს შემდეგი ორი მიმართულებით:
ბიზნესის ანტი-კრიზისული მხარდაჭერის სერვისები
საკონსულტაციო და სასწავლო შესაძლებლობები, მათ შორის: სექტორული საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგები და კონსულტაციები ექსპერტებთან
ფინანსებზე წვდომა
ქართულ ბანკებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ევროკავშირი მცირე და საშუალო საწარმოებს სთავაზობს კრედიტებს განსაკუთრებული პირობებით და გრანტებს გარკვეულ ბიზნეს სექტორებში
როგორ ავიღო კრედიტი ან სესხი?
სს ვითიბი საქართველო
გაიგეთ მეტი
JSC Credobank
გაიგეთ მეტი
სს პროკრედიტ ბანკი, საქართველო
გაიგეთ მეტი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”
გაიგეთ მეტი
სს პროკრედიტ საქართველო
გაიგეთ მეტი
სს ბაზისბანკი
გაიგეთ მეტი
საქართველოს ბანკის ჯგუფი
გაიგეთ მეტი
სს თიბისი ბანკი
გაიგეთ მეტი
სად შეიძლება მივიღო კონსულტაცია ჩემი ბიზნესისთვის?
ონლაინ პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელიც მათ კორონავირუსით განპირობებული გამოწვევებისა თუ პრობლემების გამოვლენაში ეხმარება. SavvY საკონსულტაციო კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მეწარმეებს გამოწვევების გადაჭრის ეფექტური გზების იდენტიფიცირებაში ეხმარება.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ახალი საწარმოების სტიმულირებასა და არსებული ოპერაციების გაფართოებას, მათთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით.
ვებ-საკონსულტაციო პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდილი სპეციალისტების ორსაათიან უფასო კონსულტაციას COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.
პროგრამა “ქალები ბიზნესში” ეხმარება ქალების ხელმძღვანელობით მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს მიიღონ დაფინანსება და ცოდნა ბიზნესის განვითარებისთვის.
ონლაინ (დისტანციური) მედიაციისა და ფასილიტაციის სერვისი, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეებს, თავიდან აირიდონ, მართონ ან მოაგვარონ დავები ოპერაციებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც COVID-19-მა გამოიწვია.
კომპლექსური პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს და მათთვის უზრუნველყოფს ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ბიზნესკონსულტაციას.
COVID-19-თან დაკავშირებული უახლესი შეფასებები, სტატისტიკა, რეკომენდებული ღონისძიებები და რჩევები კომპანიებისათვის.
ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმაროს Covid-19-ით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვაში, ახალი ტენდენციების ათვისებასა და ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებებთან ადაპტაციაში.

რა სახის დახმარებას გამიწევს მთავრობა?
საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზომებს ეკონომიკური პროცესების შეჩერების შედეგებთან ბრძოლისა და იმ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, რომლის წინაშეც დგას ყველა ბიზნესი, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეები.
გადაუდებელი ფისკალური წამახალისებელი ზომები
პირდაპირი დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სამთავრობო წყაროებიდან:
  • მცირე და საშუალო ზომის კომერციული სესხების პროცენტის სუბსიდირება, 6 თვის ვადით, (ლარში აღებული სესხების შემთხვევაში, სახელმწიფო დააფინანსებს სესხის პროცენტის 80%-ს, ხოლო აშშ დოლარში ან ევროში აღებული სესხების შემთხვევაში - 70%-ს) იმ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის (4-დან 50 ნომრამდე), რომელთაც სესხი სასტუმროს აშენების, გაფართოების, აღჭურვის, გარემონტების ან რეკონსტრუქციის მიზნით 2020 წლის 1 მარტამდე აიღეს. სესხის მაქსიმალური მოცულობაა 1,000,000 ლარი, 300,000 აშშ დოლარი ან 250,000 ევრო. აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 2000 სასტუმრო (ღონისძიების დაახლ. ღირებულება 8 მლნ ლარია). დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: Წაიკითხე მეტი
  • დაფინანსების გაზრდა მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 2020 წელს, დამატებითი 200 მილიონი ლარის გამოყოფის გზით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: Წაიკითხე მეტი
  • დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან დაგეგმილი 600 მილიონი ლარის ნაცვლად, 1.2 მილიარდი ლარის დაბრუნება დღგ-ს სახით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: Წაიკითხე მეტი
  • ცვლილებები სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში”, რომელიც გულისხმობს:
    • სესხებისა და ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმში ახალი პირობების ამოქმედებას;
    • იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალის გაფართოებას, რომელსაც სესხებისა და ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ;
    • საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდის გაზრდას 24-დან 36 თვემდე;
    • თანადასაფინანსებელი სესხის მინიმალური მოცულობის შემცირებას 100,000 ლარიდან 50,000 ლარამდე;
    • ოპერაციული ხარჯების დაფინანსების გაზრდას.
    Წაიკითხე მეტი
  • მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა (უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას მიკრო და მცირე საწარმოებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა). გრანტის დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზარდა 30 000 ლარამდე. საგრანტო პორტფელის მოცულობა გაიზრდება 20 მილიონი ლარიდან 40 მილიონ ლარამდე. Წაიკითხე მეტი
  • ერთწლიანი კულტურების წარმოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად აღებულ აგროკრედიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი თანადაფინანსება. თანადაფინანსების ხანგრძლივობა: 6 თვე. ძირის დაფარვა მოხდება აღებული მოსავლის რეალიზების შემდგომ [ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 5,000 ფერმერი]. Წაიკითხე მეტი
  • 2012-2019 წლებში დაგროვილი სამელიორაციო მომსახურების დავალიანება განულდება.
  • სასტუმროებისთვის, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, მოხდება 5 მილიონამდე სესხის პროცენტის 80%-ის დაფინანსება, 6 თვის ვადით; ბენეფიციართა რაოდენობა: 3000 სასტუმრო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
  • დამატებითი მხარდაჭერა ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს:
    • საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება 6 თვით (IATA & GSA);
    • ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება;
    • UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების ხელშეწყობა;
    • გიდების გადამზადების პროგრამა;
    • გიდების მხარდაჭერა - უფასო ვიზიტი მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და ა.შ.
    დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
  • 1800 დევნილი ოჯახი (დაახლოებით 6000 ადამიანი) ბინას მიიღებს უფრო ადრე, 2020 წლის ბოლოს (ნაცვლად 2023 წლისა), რადგან მთავრობა დააჩქარებს მათი ბინების მშენებლობის პროგრამას: დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
  • 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში ახალაშენებული ბინების შესაძენად აღებული იპოთეკური სესხების შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთის 4%-ს, სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში (თუ რეფინანსირების განაკვეთი იქნება 5% ან მეტი; სესხის მაქსიმალური თანხაა 200 000 ლარი).
სპეციალური ზომები აგრარული ინდუსტრიისთვის
  • შეღავათიანი აგროკრედიტი:
    • საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი - მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება. [სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში - წლიური 17%-ის მოცულობით];
    • „შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში გაიზრდება თანადაფინანსების პროცენტი [20,000-დან 1,500,000 ლარამდე]: არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. გაიზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება;
    • დაემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისთვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში;
    • დაემატება ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის. ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა 1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება;
    • ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში.
    • აღნიშნული შეღავათებით, ასევე, ისარგებლებენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
    დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
  • Sაგროწარმოების ხელშეწყობა: 50% თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების (მისაბმელები) შესყიდვისთვის, ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და/ან არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებისთვის, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟისთვის. თითეულ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 50,000 ლარს.
  • 50% თანა-დაფინანსება მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტირებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟისთვის. სუბსიდირების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 1 ჰექტარზე 2,500 ლარს.
  • ფერმერები / სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რომლებიც არიან 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მიიღებენ სუბსიდიას სასუქების და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების, სათესლე და სარგავი მასალების და ხვნის მომსახურების შესაძენად, 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით; ბენეფიციართა რაოდენობა: 200,000 ფერმერი / საწარმო; მიწის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება უფასოდ.
  • ფერმერები / სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რომლებიც არიან 0.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, დიზელის საწვავს ფიქსირებულ ფასზე 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძენენ. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე გაანგარიშებით 150 ლიტრი დიზელის შეღავათიან ფასად შეძენას; 10 ჰა-ზე 1500 ლიტრის შეღავათიან ფასად შეძენას; ამგვარი დაანგარიშებით 100 ჰა-ს ჩათვლით. 100 ჰა და მეტი მიწის ფართობის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები შეღავათიან ფასად შეიძენენ არაუმეტეს 15000 ლიტრ დიზელს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
პირდაპირი დახმარება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის:
  • ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მერყეობს 65,000 -100,000-მდე [დაახლოებით 70,000 ოჯახი]. დახმარება გაიცემა 6 თვის განმავლობაში;
  • ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მერყეობს 0 -100,000-მდე და რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი [დაახლოებით, 21,000 ოჯახი). დახმარება გაიცემა 6 თვის განმავლობაში;
  • ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით გამოკვეთილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, 6 თვის ვადით [დაახლოებით 40,000 ადამიანი];
  • საპენსიო ინდექსაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის პენსია გაიზრდება წლიური ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით [აღნიშნული ღონისძიება სარგებელს მოუტანს დაახლოებით 365,000 ადამიანს];
  • საპენსიო ინდექსაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლიდან, 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონრებისთვის პენსია გაიზრდება ჯამით, რომელსაც უდრის ინფლაციის მაჩვენებელს დამატებული მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის 80%, მაგრამ არანაკლებ 25 ლარი [აღნიშნული ღონისძიება სარგებელს მოუტანს დაახლოებით 410,000 ადამიანს]. Წაიკითხე მეტი
უმუშევრობის დახმარება:
  • უმუშევრობის დახმარებასმიიღებენ კორონაკრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. 6 თვის მანძილზე, თვეში 200 ლარს მიიღებს მინიმუმ 350,000 ადამიანი, რომელმაც სამსახური დაკარგა [პერიოდი: 2020 წლის მაისი-ოქტომბერი]. აღნიშნული დახმარებით სარგებლობას შეძლებენ ისინიც, ვინც სამსახური დაკარგეს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთა შემთხვევაში, შეიცვალა აღნიშნული დახმარებით სარგებლობის პირობები. კერძოდ, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასი ერთხელ მაინც უფიქსირდებოდათ, უმუშევრობის დახმარებას, ასევე, მიიღებენ ის ადამიანები, რომელთა სახელფასო ამონაწერიც ადასტურებს, რომ ისინი დასაქმებულები იყვნენ 2019 წლის მეორე ნახევარში.
  • უმუშევრობის დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულები, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს. კერძოდ, ერთჯერადი დახმარების სახით, 300 ლარს მიიღებს 250 000 თვითდასაქმებული;
  • საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 750 ლარის ოდენობის ხელფასი იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1500 ლარს. შეღავათი ძალაში იქნება 6 თვის განმავლობაში;
  • კომპენსაცია ბიზნესებისთვის, ხელფასების თანადასაფინანსებლად – დახმარების რაოდენობა და სიხშირე ჯერ არ განსაზღვრულა. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ყოველთვიური კომპენსაცია თითოეულ დასაქმებულზე იქნება, კონკრეტულ თვეში, სამუშაო ასაკის კაცისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმზე მაღალი (206 ლარი 2020 წლის მარტში).
სახელმწიფოს სუბსიდიები
  • სახელმწიფო უზრუნველყოფს:
    • ფასების სუბსიდირებას საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ცხრა ძირითად საკვებ პროდუქტზე [პერიოდი: 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით], რათა მოხდეს კორონაკრიზისის გამო ლარის გაუფასურების შედეგად გამოწვეული ფასთა სხვაობის კომპენსაცია. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო (4.8 მილიონი ლარი) [ძალაშია 2020 წლის 23 მარტიდან];
    • ხორბლის იმპორტის სუბსიდირებას (5,2 მლნ ლარი) [ძალაშია 2020 წლის 17 აპრილიდან].
  • სამელიორაციო მომსახურების სუბსიდირებას: ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი გათავისუფლებული იქნება 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან. Წაიკითხე მეტი
  • ელექტოენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატ/საათზე ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობაა ≈ 1,199,000. სავარაუდო თვიური ხარჯი თითოეულ მომხმარებელზე ≈ 37 ლარი. სუბსიდირების პერიოდი: მარტი, აპრილი, მაისი (სულ 3 თვე). დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
  • ბუნებრივი აირის სუბსიდირებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ მოცულობას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა ≈ 671000. სავარაუდო თვიური ხარჯი თითოეულ მომხმარებელზე ≈ 83 ლარი. სუბსიდირების პერიოდი: მარტი, აპრილი, მაისი (სულ 3 თვე).
გადავადების პროგრამები და ინიციატივები
სახელმწიფო რესურსებით დაფინანსებული:
  • ბიზნესებმა ტურიზმის სექტორში მიიღეს შეთავაზება საშემოსავლო და ქონების გადასახადის 4 თვით გადავადებასთან დაკავშირებით (2020 წლის მარტი - ივნისი). გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2020 წლის ნოემბერი. აღნიშნულით ისარგებლებს, დაახლოებით, 18,000 კომპანია და 50,000 დასაქმებული. გადასახადის დაგვიანებით გადახდის გამო, კომპანიებს პროცენტი არ დაერიცხებათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: Წაიკითხე მეტი
  • ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდებათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ. Წაიკითხე მეტი
  • სასტუმროები, ქეითერინგ კომპანიები, ტურისტული კომპანიები და მათთან დაკავშირებული კომპანიები ისარგებლებენ 2020 წელს გადასახდელი ქონების გადასახადის გადავადებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ
კერძო სექტორის რესურსებით დაფინანსებული:
  • სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს , რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციული ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას , მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
  • ყველა სხვა ბიზნესს, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი სასესხო დავალიანების დაფარვას, კომერციულ ბანკები სთავაზობენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
  • მოქალაქეებს, რომელთაც საკუთარი სასესხო ვალდებულებების გადავადება სურთ, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ.
  • იმ მოქალაქეებს, რომლებიც COVID-19-ზე რეაგირების მიზნით განხორციელებული ზომების ფარგლებში მიიღებენ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას, სესხები, დამატებით, 3 თვით გადაუვადდებათ.
სხვა საგარანტიო ზომები
  • გარანტიები, რომლითაც კომერციული ბანკები სესხებთან დაკავშირებით სარგებლობენ, ბიზნესებზეც გავრცელდება (8ახალი სესხების შემთხვევაში, სახელმწიფო შესთავაზებს 90%-იან თანაუზრუნველყოფას, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში კი 30%-იანს. ამ პროგრამის მთლიანი მოცულობა გაიზრდება 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე. სესხების გარანტირების მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემა მოხდება). ამ ეტაპზე, აღნიშნულ ზომასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი. კრედიტის საგარანტიო სქემით ქეითერინგის კომპანიებიც ისარგებლებენ (ახალი სესხების შემთხვევაში, ძირითადი თანხის 90%-მდე და რესტრუქტუირებული სესხების შემთხვევაში, ძირითადი თანხის 30%-მდე). Წაიკითხე მეტი
  • გრძელვადიანი სესხები (შედარებით იაფი) სესხები ლარში, კომერციული ბანკებისთვის.
  • თუ დეველოპერი კომპანია თავისი ბინების 30% ვერ გაყიდის ბაზარზე, სახელმწიფო მათ გამოისყიდის (ეხება იმ მშენებლობებს, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება არ აღემატება 1700 ლარს). შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში: Წაიკითხე მეტი
  • ახლადაშენებული ბინების შემთხვევაში, სახელმწიფო 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს იპოთეკური სესხების 20%-იან გარანტიას (სესხის მაქსიმალური თანხა: 200,000 ლარი; მსესხებელს დაფარული უნა ქონდეს თანხის მინიმუმ 10%, წინასწარი შესატანის სახით): Წაიკითხე მეტი

ინფორმაცია ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ვებ-გვერდებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, 2020 წლის 22 მაისის მდგომარეობით. EU4Business არ არის პასუხისმგებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე და მათ უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე.

ევროკავშირის რომელი პროგრამის ფარგლებში გაიცემა გრანტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის?

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფერმერებისა და ფერმერული გაერთიანებებისთვის და სოფლის განვითარების ინიციატივებისთვის გრანტები ხელმისაწვდომია შემდეგი პროგრამების საშუალებით:

ევროკავშირის პროგრამა HORIZON 2020. პროგრამის მიზანია, აამაღლოს ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობა.
პროექტის დასრულების თარიღი: 25.06.2022, მთლიანი საგრანტო ბიუჯეტი: € 3 760 000. გაეცანით დამატებით ინფორმაციას

სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD). პროგრამის მიზანია, საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების და სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის გზით.
ENPARD-ის პროგრამა 2013 წელს დაიწყო. მისი 2013-2022 წლების (I, II და III ფაზა) ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. გაიგეთ მეტი:

ევროკავშრის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ამჟამად მიმდინარე საგრანტო კონკურსები:

თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, რომელსაც ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლად შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი 2020 სრული ბიუჯეტი: 19 მილიონი ლარი. გაიგეთ მეტი

საგრანტო პროგრამა სოფლად Covid-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გამოწვევების დასაძლევად, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან (ARDA) ერთად. საგრანტო პროგრამა სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.
საგრანტო პროგრამა ხორციელდება 2022 წლის ჩათვლით სრული ბიუჯეტი: 9 მილიონი ლარი პირველი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 აგვისტო 2020. გაიგეთ მეტი

სად მივიღებ დამატებით ინფორმაციას Covid-19-ის შესახებ?

დამატებითი ონლაინ სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:

ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის დახმარებით ამ ეტაპზე 40 ათასი სამედიცინო ხალათის ადგილობრივი წარმოება მოხდება
საქართველოში კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის დახმარებით ამ ეტაპზე 40 ათასი სამედიცინო ხალათის ადგილობრივი წარმოება მოხდება
21/05/2020
ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და გერმანიის მთავრობის პროექტის ფინანსური დახმარებით, ქართული სტარტაპ-კომპანია „დოქტორ გუდსი“ ერთი კვირის ვადაში 40 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოებას შეძლებს, რა...
ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა საქართველოში
ელექტრონული კომერციის მხარდაჭერა საქართველოში
21/05/2020
დღეს, როდესაც უმრავლესობა სახლშია და სოციალური დისტანცირების წესებს იცავს, არაერთი მცირე ზომის კომპანია ცდილობს საკუთარი ბიზნესი გადააწყოს და არაერთი ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი...
ადგილობრივი წარმოება იცვლება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ
ადგილობრივი წარმოება იცვლება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ
05/05/2020
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შესაფუთი მასალების ადგილობრივი მწარმოებელი ბაზრის ახალ მოთხოვნებს პასუხობს და ვირუსისგან დამცავი საშუალებების წარმოებას იწყებს​.